Saturday, May 26, 2012

პირველი უნივერსიტეტის კერები

           საყოველთაო აღორძინების ხანაში მოთხოვნილება გაიზარდა განათლებულ ხალხზე, რის გამოც საჭირო გახდა განათლების ახალი ფორმის ჩამოყალიბება . პირველი უნივერსიტეტები ანუ მრავალპროფილიანი სასწავლებლები შეიქმნა არაბულ - მუსლიმურ სამყაროში X საუკუნეში. ეს იყო ჩრდილო აფრიკის ტერიტორიაზე ქალაქ - ფესში. შემდეგ უნივერსიტეტის ჩამოყალიბება ეგვიპტს ქალაქ კაიროში ხდება.

           შუა საუკუნეებში ბიზანტიის იმპერია დიდად განვითარებული იყო განათლებისა და კულტურის სფეროში. იმ დროს ბიზანტია ერთიანი დიდი იმპერია იყო, რის შედეგადაც სწავლა შეზღუდული არ იყო და შესაძლებელი იყო ყველსთვის ვისაც კი სწავლა სურდა. სამწუხაროდ მსურველების რაოდენობა ცოტა იყო, მაგრამ ამ პერიოდის ბიზანტია ყველაზე განათლებული ქვეყანა იყო.
           ბიზანტიაში პირველი უნივერსიტეტის დაარსება უკვაშირდება იმპერატორ კონსტანტინე მონომახის სახელს. მან ააშენა მანაგას აკადემია 1044 - 1047 წლებში. აქ ასწავლიდნენ ბიზანტიის საუკეთესო მეცნიერები და ფილოსოფოსები. მანაგაში ისწავლებოდა საბუნებისმეტყველო საგნები, ფილოსოფია, რიტორიკა და ღვთისმეტყველება . მანაგა საქართველოსათვისაც ცნობილი იყო თავისი აკადემიით და ქართველი ახალგაზრდები ხშირად მიდიოდნენ განათლების მმისაღებად.
            ამ დროს ვრცლად მიმდინარეობდა ძველბერძნული ნაშრომების ლათინურად თარგმნა. ამან საფუძველი ჩაუყარა მეცნიერების, ლოგიკის, ასტრონომიისა და გეომეტრიის განვითარებას. თუმცა შემდეგ მათ ეწინაარმდეგებოდა ეკლესია და ამ პრობლემის გადაჭრას ბევრი მეცნიერი ცდილობდა.
            უნივერსიტეტში პედაგოგები აარსებდნენ ფაკულტეტებს, ხოლო ლექტორები და სტუდენტები ერთდა ირჩევდნენ უნივერსიტეტის რექტორს. სტუდენტები ისმენდნენ მაგისტრანტებისა და ლექტორების ლექციებს და ისინი ირცევდნენ სამი ძირითადი ფაკულტეტიდან ( იურიდიული, ფილოსოფიურ - საღვთისმეტყველო, სამედიცინო ) ერთ-ერთს.
             ასევე უნივერსიტეტები არსებობდა სხვადსხვა ქვეყნებში. მაგალითად, პირველი უნივერსიტეტი იყო ბოლონიის უნივერსიტეტი, რომელიც იტალიაში არსებობს. და სახელი გაითქვა თავისი სამართალმცოდნეობის სკოლით. 
          













http://genia.ge/news/boloniis_universit_39_et_39_i/2012-03-19-2208 


            მუსლიმური აღმოსავლეთის მთავარი და უმსხვილესი უნივერსიტეტი იყო ბარდადის, რომელსაც თანამდეროვენი შემდეგი სიტყვებით მოიხსენიებენ: " იგი საუკეთესოა იმათგან, რაც დედამიწაზე აშენებულა".
            სორბონის უნივერსიტეტი შეიქმნა 1257 წელს ქალაქ პარიზში და სტუდენტთა სახელით სამფლობელოს არის ცნობილი. დღეს იგი უკვე ევროპიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევიტი ცენტრია. იგი აერთიანებს საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული განხრის 13 უნივერსიტეტს.















          
      http://angel.ge/index.php?newsid=8208
   


       ვიტენბერგის უნივერსიტეტი გერმანიაში დააარსდა 1502 წელს და სახელი გაითქვა თავისი პროფესორით - მარტინ ლუთერი.
















http://church.ge/index.php?showtopic=9232 



       ქალაქი კემბრიჯი დაარსდა 1630 წელს აშშ - ში. იგიმდებარეობს მასაჩუსეტის მახლობლად. იგი საუნივერსიტეტო ქალაქად არის ცნობილი, სადაც პირველი კოლეჯი შეიქმნა 1636 წელს და 3 წლის შემდეგ ჯეკ ჰარვარდის პატივსაცემად ჰარვარდი ეწოდა. ეს სასწავლებელი დაამთავრა უამრავმა ცნობილმა ადამიანმა, მათ შორის აშშ-ს სამმა პრეზიდენტმა და ათეულობით ნობელის პრემიის ლაურეატმა.


















     http://job.financial.ge/Main_News/B_Schools/77338